მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც ჯემალ სეფიაშვილის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალ ვერსიას მოჰყვა. როგორც საზოგადოების ნაწილი წერს, როგორც მუსიკალურად, ასევე იმ იდეით, რომ სიმღერა მხოლოდ მამაკაცებმა შეასრულეს, ასევე განწყობითაც, კომპოზიცია არ ეხმიანება 9 აპრილის თემატიკას.
მაიკო კაჭკაჭიშვილი კი წერს, რომ ეს პროდიუსერის შეცდომაა, მომღერლები კი არაფერ შუაში არიან:
„მოკლედ, ახლა გავიგე რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაგიტარებიათ ჩვენი მამრი მომღერლები!!!
სულ მაინტერესებდა, რამდენი ბიჭი გვყავდა მომღერალი და ვიხსენებდი ძალიან ცოტას.
ზოგადად, მამაკაცი დეფიციტია, ვიდრე ქალი, ეს სტატისტიკა რომ მართალია, კარგად ვიცით….
ამ სიმღერაში ტრაგედია არ აუსახავთ! ტრაგედიაზე 30 წლის წინ იმღერეს და დღესაც მეტირება ძველ ჩანაწერზე, ახალი ჭრილობა იყო და ეტყობა კიდეც ნამღერის ხასიათს! ახლა გადმოგვცეს, რომ ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული და მშვიდობა!!! ასეთი გასალანძღი რა უპოვეთ?
მე მუსიკოსი ვარ და როგორც ყველა მუსიკოსი იტყოდა, „რაღაცებს შევცვლიდი“, კი ბატონო, მეც შევცვლიდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩემს უპატივცემულობას იმ მუსიკოსების მიმართ, ვინც ეს გააკეთა! ეს გემოვნებაა და ყველას ჩვენი გვაქვს…
საბოლოოდ მომეწონა ბიჭების იდეა და ბევრი ბიჭი გვყოლია ძალიან, ესეც გამიხარდა!!! და მინდა, უმეტესობამ თავისი თავი ტემბრი, მანერა, ხასიათი იპოვის მუსიკაში! ჩაწერონ სწორი სიმღერები და ყველაფერი კარგად იქნება… რაც მთავარია, მასალა გაგვაჩნია და ამას დიდი პროდიუსერები სჭირდება, რომლებშიც, სამწუხაროდ, მოვიკოჭლებთ, ამიტომ ყველაფერს მომღერლებს ნუ დააბრალებთ !!!
„ვარსკვლავის“ სწორი კარიერა, ალბომი, კლიპები და რაც მთავარია, ჰიტები მხოლოდ პროდიუსერზეა დამოკიდებული!! კარგ! გ ე მ ო ვ ნ ე ბ ი ა ნ პროდიუსერზე !!!
გვეყოს ნეგატივი, სულ უკან ბრუნდება!!!“