მაიკლ ჯეკსონის ცნობილი ბექვოკალისტი ჯუდით ჰილი საქართველოში იმღერებს

0
922

„ისთერნ ფრომოუშენსი“ მორიგ საინტერესო ღონისძიებას აანონსებს. წელს, უკვე მეორედ, Jazz and Wine Kakheti გაიმართება, რომელიც ლოპოტაზე ტარდება 21-23 სექტემბრის ჩათვლით. მისი ერთ-ერთი სტუმარი იქნება ჯუდით ჰილი. ეს უკანასკნელი 22 სექტემბერს, საღამოს იმღერებს და მელომანებისთვის ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობს.

ჯუდით ჰილი (Juditt Hill) ბრწყინვალე ვოკალისტი გახლავთ, რომელიც ბექვოკალისტად მუშაობდა ისეთ გენიალურ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან მაიკლ ჯეკსონი და სტივი უიანდერი. 2009 წელს ჯუდითი შეარჩიეს, როგორც მაიკლ ჯეკსონის სასიმღერო პარტნიორი დუეტისთვის “I Just Can’t Stop Loving You” ჯეკსონის მსოფლიო ტურნეს განმავლობაში. ამავე წელს, სამწუხაროდ, მომღერალი გარდაიცვალა და ჯუდითმა მაიკლისადმი მიძღვნილ საღამოზე Heal The World-ში წამყვანი პარტია შეასრულა. ჰილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სადაც ის ჰყვება, როგორია ბრწყინვალე მუსიკალური ლეგენდების უკან დგომა 21-ე საუკუნეში. ამ ფილმისთვის ჩაწერილი საუნდთრეკის გამო ის „გრემის“ მფლობელიც გახდა. შემდეგ წლებში მან მონაწილეობა მიიღო პროექტში The Voice, ხოლო მისი ალბომი ლეგენდარული პრინცის თანაპროდიუსერობით ჩაიწერა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here