მაიკლ გური დაქორწინდა – ვინ არის მომღერლის რჩეული?!

0
88

მაიკლ გური დაქორწინდა – მუსიკოსის რჩეული მაია მაზალი გახლავთ. რამდენიმე საათის წინ მაიკლმა სოციალურ ქსელებში ქორწინების ცერემონიიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და თან შემდეგი კომენტარი დაურთო:

“დღე რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მუდამ უმნიშვნელოვანესი იქნება. დღეს მე ოფიციალურად შევიძინე მეორე ნახევარი! მე შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენ ხარ ჩემი სიცოცხლე. მადლობა ყველას მოლოცვისთვის! დაე ღმერთმა ყველას გაგრძნობინოთ ასეთი ბედნიერება”

შეგახსენებთ, რომ მაიკლ გური ქართველმა მსმენელმა რამდენიმე ინგლისურენოვანი ნამუშევრით გაიცნო, მათ შორის არის “What If I Change” – დუეტი მაკო კვიტაიშვილთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here