33.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

მაიკლ ფასბენდერი და მარიონ კოტილარდი “Macbeth”-ის პრემიერისთვის ემზადებიან

რამდენიმე კვირაში ახალი ბრიტანული დრამის – “Macbeth”-ის პრემიერაა დაგეგმილი, რომელშიც მთავარ როლებს მაიკლ ფასბენდერი და მარიონ კოტილარდი ასრულებენ. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში სურათის ახალი თრეილერი გამოჩნდა…

ფილმი მაკბეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც საკუთარი მეფის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, რათა სამეფო ტახტი დაიკავოს – როგორც მიხვდით ნამუშევარი უილიამ შექსპირის “მაკბეტის“ მიხედვით არის შექმნილი.

აქვე გეტყვით, რომ “Macbeth” რამდენიმე თვის წინ კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული. კინოთეატრებში მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი კი 2 ოქტომბრიდან იქნება…

[jwplayer mediaid=”2161″]

Latest Posts

ბოლო სიახლეები