მაია ასათიანის სიტყვა „ოქროს ფრთაზე“, რომელმაც დარბაზი აატირა

0
2869

ყოველწლიური დაჯილდოვება ჟურნალისტებისთვის „ოქროს ფრთა“ წელს არაერთ ცნობილ ჟურნალისტს და მედიაში მომუშავე ადამიანს გადაეცა. განსაკუთრებული მომენტი აღმოჩნდა სცენაზე მაია ასათიანის ასვლა, რომელმაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქალიშვილის, ნუცას სახელობის პრიზის შესახებ შთამაგონებელი სიტყვა წარმოთქვა და დარბაზი აატირა.

„ძალიან ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემს შვილს ეხება. თქვენ მინდა, ბავშვებო, ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში აი, ის მომენტი იყო, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი და ჩვენ ორნი ჩამოგვიყვანა თბილისში, მე ცოცხალი და ჩემი შვილი – გარდაცვლილი. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ტრაპზე ფეხი დავდგი, დავინახე ზღვა ხალხი, მჯთელი ქართული მედია, ყველა ტელევიზია, ყველა რეჟისორი, ყველა ოპერატორი, ყველა ჟურნალისტი, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც არ ვმეგობრობდი, ვისთანაც მიმუშავია, ვისთანაც არ მიმუშავია, ღამის 4 საათზე, ყველა იდგა მდუმარედ, ყველა იყო ჩემთან ერთად… თქვენ ამ დიდ ოჯახში შემოხვედით, რომელმაც მე არ მომცეს სიკვდილის უფლება, არ მომცეს გასაქანი და ერთადერთი გზა დამიტოვეს – მეცოცხლა!.

ამ დიდ ოჯახს შეუძლია დიდი მეგობრობა. ეს არის ალბათ ერთადერთი პროფესიული გაერთიანება, რომელიც ძალიან სწორად და ზუსტად იცავს კოლეგიალობას, ჩენ დიდი მეგობრობა და დიდი მტრობა ვიცით, იმიტომ, რომ შეგვიძლია გაერთიანება და არ ვაჩაგვრინებთ არასდროს არავის საკუთარ თავს, ჩვენს პროფესიას.

გილოცავთ ამ დიდ ოჯახში შემობრძანებას და ასე გეტყვით, ეს რთული გზაა, გრძელი გზა. ყოველთვის ამ გზაზე არის არჩევანი, მოიპოვო ექსკლუზივი, თუ დარჩე ადამიანად. ამ პრიზს „ოქროს ფრთა“ ჰქვია. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ არჩევანს კარიერის განამვლობაში სწორად გააკეთებთ. ჩემთვის ეს „ოქროს ფრთა“ ფრთებია საფრენად და არა კალამი საწერად. ადნარჩენი თქვენზეა დამოკიდებული – გაფრინდებით თუ დარჩებით მიწაზე. წარმატებები!..“ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here