მაია ასათიანი: „ლედი გაგა და მე ავთოს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში…“

0
3694

ცნობილი მომღერალი ლეიდი გაგა ლაიონელ რიჩის კონცერტს ავთანდილის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ერთ-ერთ კაბაში გამოწყობილი დაესწრო. თემა დილიდან აქტუალურია ქართულ სოციალურ ქსელებში. ერთ-ერთი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, მაია ასათიანია. მოგეხსენებათ, ის ავთანდილთან წლებია, თანამშრომლობს და „პროფილში“ მის ჩაცმულობაზე სწორედ ავთო ცქვიტინიძე ზრუნავს.

მაიამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ლეიდი გაგას ქართველი დიზაინერის ნამუშევარი აცვია და საკუთარიც, სადაც ავთანდილის ახალი კოლექციიდან თეთრი სამოსი აცვია და დაწერა:

„ავთანდილ ცქვიტინიძე❤️ რა მაგარია, რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში, აგერ უკვე 25 წელია! ჩემს შორეულ ბავშვობაში ამას რას წარმოვიდგენდი… ლედი გაგა და მე ავთოს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here