გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანი „იმედზე“ გადასვლას აპირებდა, თუმცა ეს ხმები არ დადასტურდა, ვინაიდან ტელეწამყვანი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც საკუთარი სურვილით ჰქონდა აღებული, ისევ „რუსთავი 2“-ის ეთერს უბრუნდება „პროფილით“.
ტელეწამყვანი უკვე მშობლიურ არხზეა და გადაცემას წერს, რომელიც ეთერში შემდეგ ხუთშაბათს გავა.
ეს ინფორმაცია „პროფილის“ პროდიუსერმა, ქეთი ლომსაძემ დაგვიდასტურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩაწერაზე ვართ, ეთერში შემდეგი ხუთშაბათიდან ვიქნებით.
მაია ძველებურ ფორმაშია. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, მათგან არც ერთი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. როგორ გამოიყურება და როგორ განწყობაზეა, ამას შემდეგ ხუთშაბათს ნახავთ (იღიმის)“.