მაია ასათიანი: „ამ ეტაპზე ჩემი სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად ვგრძნობ თავს…“

0
458

მაია ასათიანი ჟურნალ „სარკეს“ საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ესაუბრება და პასუხობს შეკითხვას, რა პერიოდი აქვს ახლა ამ მხრივ.

მაია ასათიანი:

„დრომ მასწავლა, რომ ყველაფერს ჯობია, პირად დეტალებზე არაფერი თქვა. და მაინც, დღემდე ყოველი მეორე მეკითხება, როდის გავთხოვდები და როდის გავაჩენ მეორე ბავშვს. ამ კითხვებს უკვე მივეჩვიე და მიხარია, რომ მალე უხერხულ კითხვებზე შემოვა ჯარიმა.

ჩემი აზრით, ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება ყოველთვის არაა ქორწინებაში. უნდა იცხოვრო ისე, როგორც შენ მოგწონს. ამ ეტაპზე ჩემი სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად ვგრძნობ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. ბევრს უკვირს, რატომ არ ვიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. უბრალოდ, არ მინდა, რადგან მიყვარს საღამოობით ჩემს ბაღში მარტო ჯდომა. როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისტორია მთავრდება, შემდეგ შემიძლია უკვე ამაზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ეს ეტაპი არ არის“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here