16.8 C
Tbilisi
Friday, November 18, 2022

მაია ასათიანი: „ახლა ძალებს ვიბრუნებ…“

მაია ასათიანმა მცირე ხნის წინ თავის გუნდთან ერთად „პროფილის“ დროებით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზი მისი შეუძლოდ ყოფნა გახლდათ. ტელეწამყვანი ამჟამად ეთერისგან ისვენებს. როგორც ახლახან თავად დაწერა, ყველა იმ ადამიანის მადლობელია, ვისაც ესმის მისი გლოვა და სიცოცხლეში დაბრუნებაც…

მაია ასათიანი წერს:

„უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო… ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ , რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!“

Latest Posts

ბოლო სიახლეები