“მაგრად ჩავაწყვე“ – მაიკო კაჭკაჭიშვილი დათუნა ლაზარიშვილის პროექტიდან წასვლას ეხმაურება

0
47

“იქს ფაქტორის“ ნახევარფიალური ტური დათუნა ლაზარიშვილმა დატოვა. დათუნა სამი ტურის განმავლობაში ზედიზედ გახდა აუთსაიდერი. ამჯერად კი პროექტის დატოვება მოუწია. როგორც ჩანს ჟიურიმ მისი ფინალში ყოფნა ობიექტურად არ ჩათვალეს.

პროექტის დატოვებამდე კი საზოგადოება იმაზე მსჯელობდა, რომ მისმა დედამ, მაიკო კაჭკაჭიშვილმა დათუნას მოგება ჩააწყო. სწორედ ამის საპასუხოდ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში პირდაპირი მიმართვა გააკეთა: “მაგრად ჩავაწყვე“.
მოგვიანებით მუსიკოსმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც პირად მიმოწერაში მიიღო. წერილი ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტ ბექა გოჩიაშვილს ეკუთვნის. მუსიკოსმა წერილში დათუნასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქა: “მაიკო გამარჯობა, პირადად მე შემეხო დათუნას პროექტის დატოვება. მინდა ვითანამშრომლო ამ გენიოს კაცთან ჩემი ამერიკელი მეგობარი მუსიკოსების თანხლებით. რა თქმა უნდა, თუ დათუნას თუ სურვილი ექნება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here