მსახიობი ია ფარულავა მარიამ კუბლაშვილს უპირისპირდება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ კუბლაშვილის კუთვნილი კოსმეტიკური ცენტრიდან, ხალხს კონსულტაციაზე მისვლას, ია ფარულავას სახელით სთხოვენ.
„მარიამ კუბლაშვილის კანტორიდან, სახელად “ლაქშერი კოსმეტიკი” რომელიც იგივე ყოფილა რაც დე შელი, ქალბატონებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ია ფარულავა არის ჩვენი მომხმარებელი სრული სიცრუეა არ დაიჯეროთ, მაგათ ვაჩვენებ მე სეირს… წლებია ნატალი ანტი ეიჯ კლინიკის სახე ვარ და ჟერმენ და კაპუჩინის გარდა სხვა ბრენდს არ ვხმარობ… თუმცა ერთმა ქალბატონმა თავისი გაკეთებული სახის საცხი გამასიჯნა და… დანარჩენს ხვალ დავწერ 🙂
პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, იას მეგობრები, მათ შორის მოდელი ნინო ორდენიძე წერს, რომ ია ფარულავას სახელით “ლაქშერი კოსმეტიკსიდან“ მასაც დაურეკეს.