27.8 C
Tbilisi
Sunday, June 4, 2023

Madonna ახალ რეალითი შოუში მიიღებს მონაწილეობას

როგორც ჩანს 57 წლის Madonna ვერაფრით ეგუება პოპ-დედოფლის ტიტულის დაკარგვას და პოპულარობის შესანარჩუნებას საკუთარი რეალითი შოუს გაკეთებით ცდილობს. მუსიკოსი მოლაპარაკებებს იმავე კომპანიასთან აწარმოებს, რომელმაც თავის დროზე “Keeping Up with the Kardashians” შექმნა.

Kim Kardashian-ის წყალობითMadonna-მ შეხედულებები შეიცვალა და თუ ადრე თვლიდა, რომ რეალითი შოუ მხოლოდ უნიჭოებისთვის იყო, ახლა არც თვითონაა მსგავს შოუში გამოჩენის წინააღმდეგი. პოპ დივა მშვიდად უყურებს საკუთარი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობას, მითუმეტეს რომ ბოლო დროს საგრძნობლად მოაკლდა პუბლიკის ყურადღება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები