“ნიჭიერის” ახალმა გამოშვებამ ძალიან საინტერესო პერსონაჟები გაგვაცნო, მათ შორის მუცლით ცეკვის შემსრულებელი თუ ინდური ცეკვების შემსრულებელი გოგონები, ილუზიონისტი და კოლხური ტრიო, მაგრამ მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები და თანადგომა დაიმსახურა ლუკა მანაგაძემ. ის თბილისში გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან გვესტუმრა, მამასთან ერთად და დიდი ხნის ოცნება აისრულა, შეესრულებინა სიმღერა დიდი აუდიტორიის წინაშე.
ლუკამ გადაწყვიტა, პოლ მაკარტნის ცნობილი სიმღერა შეერჩია და არჩევანში არ შემცდარა. ლუკას ვოკალურმა მონაცემებმა ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა და ის შემდეგ ტურში გადაიყვანეს. იხილეთ ვიდეო