ლუკა ჭოხონელიძემ დედას, ნატო გელაშვილს, ძმასთან, გიორგისთან ერთად, დედის დღე სიმღერით მიულოცა და კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი სიყვარული მისდამი.
გთავაზობთ ლუკას პოსტს და სიმღერას, რომელიც მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:
„3 წლის წინ ისე მოხდა, რომ ერთად არ ვიყავით და მონატრებამ მე და გიოს ასე მიგვალოცინა დედის დღე. იმის მერე ყოველ 3 მარტს ამ სიმღერით “ვაბეზრებთ” თავს. ❤❤
ესეც პატარა ამონარიდი:
„დედუ შენ ხარ რწმენა ჩემი
სული მიდგას შენი მზერით;
თუ არ გკოცნი დილით ადრე
გამხმარი ვარ კოჭით-თმამდე!!
მიყვარხარ, დე…“