ლოსთ ლიგის II ტური C ჯგუფის გუნდებმა დაასრულეს. გამოუცხადებლობის გამო, გუნდი “ქორალი“ მოხსნილი იქნა ტურნირიდან და C ჯგუფი 3 გუნდის: შავნაბადას, 186-ე და 20-ე სკოლების ბრძოლის ველად მოგვევლინა.
დღევანდელმა შედეგებმა შეცვალა ჯგუფში სიტუაცია და ბოლო ტურის წინ, ყველაფერი მიღებულ გამოცდილებასა და სტრატეგიის სწორად გათვლაზე იქნება დამოკიდებული.
შავნაბადამ 330 ქულა მოიპოვა და ჯგუფის უპირობო ლიდერად იქცა, 20-ე სკოლამაც მშვენივრად იასპარეზა და 311 ქულის დაგროვება შეძლო, ხოლო 186-ე სკოლა 255 ქულას დასჯერდა და ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.