ლოლა წერეთელმა ბიზნესმენი რჩეული გამოაჩინა: „მასაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს…“

0
513

მომღერალი ლოლა წერეთელი მერიკო კარტოზიას ესტუმრა გადაცემაში და ექსკლუზიურად მოუყვა იმის შესახებ, თუ ვინ არის მისი საყვარელი მამაკაცი. ასევე „პოსტივის“ მაყურებელს ახალი სიმღერაც წარუდგინა, რომელიც ახლახან ჩაწერა.

ლოლა წერეთელი:

„ბოლო ჩემი სიყვარული ხალხს ალერგიას მართებდა იმის გამო, რომ ჩემზე ათი წლით პატარა იყო. საფრანგეთში მცხოვრები ბიზნესმენი და მე ერთი წლოვანების ვართ. მას რობერტი ჰქვია. დედა ჰყავს სომეხი, მამა ჰყავდა ფრანგი. ერთმანეთი პანდემიამდე ისრაელში გავიცანი. მეგობრებთან ერთად კაფეში გავიცანი. ცოცხალი მუსიკა იყო. ტურისტებიც ისხდნენ. ამიყვანეს სცენაზე და ჩემს ხმას მიაქცია ყურადღება. ბევრი სიმღერა შევასრულე. იმდენად თვალში საცემი სტილი აქვს და თვითონ ისეთი ტიპი აქვს, მეც მივაქციე ყურადღება, რომ მისმენდა და მიცინოდა. ვიფიქრე, უცხოელები არიან და ასე არიან მიჩვეულები-მეთქი. მეც გავუცინე. ეს კულტურაა. უცებ სომხურად დამელაპარაკა. თქვეს, რომ მეც ვარ ნახევრად სომეხი… ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. დღისით წავედით ზღვასთან, ვისხედით. ახლა მე ვლაპარაკობ რუსულად და მას ფრანგულად უთარგმნის. „ლოლა, მე შენ მიყვარხარო“, რაც მთავარია, ამას მეუბნება.

მას ისეთი ბიზნესი აქვს, მანქანების დიდი კომპანია, რომ სულ სადღაც დადის თავადაც. დიდი ხანია, არსად გავსულვართ, მაგრამ ახლა უკვე, მგონი, ერთმანეთს შევხვდებით. საფრანგეთში მინდა გამგზავრება, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. სად ვიჩქაროთ? ასე კარგია ცხოვრება. იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ. მანაც იცის, რომ მიყვარს… ძალიან კარგად ვარ. ახლა მივდივარ ნიუ იორკში, სამი კონცერტი მაქვს. ჩამოვალ თბილისში და აქედან კვლავ მოსკოვში გავემგზავრები…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here