სიგარეტის მოწევას ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ანებებს თავს. მათ რიგებს მომღერალი ლიზა ყენიაც შეუერთდა, რომელმაც ბოლო დროს ვარჯიშიც დაიწყო. რატომ მიიღო ლიზამ ამ მავნე ჩვევის დავიწყების გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ მომღერალს დაუკავშირდა:
– ორი წელი ვეწეოდი სიგარეტს და არც არასდროს წარმომედგინა თავს თუ დავანებებდი, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მაღზიანებდა. როცა ვგრძნობ, რომ ჩემს ჯანმრთელობას რაღაც აზიანებს, აუცილებლად უარს ვამბობ იმაზე. ერთ დღესაც გავიღვიძე და ვთქვი, რომ აღარ მოვწევ, აღარც ვეწევი. ამდენი წელი მოდაში იყო მოწევა და ალბათ მეც ამის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ უკვე ცუდ ტონად ითვლება მოწევა, ჯანმრთელობასაც ვნებს და ყველას ვურჩევ უარი თქვას ამ მავნე ჩვევაზე. სიგარეტის გარეშე ცხოვრება ძალიან მაგარია.
– ჯანმრთელობის პრობლემა შეგიქმნა?
– სერიოზული არაფერი, მაგრამ ხველება და უძილობა მაწუხებდა, რაც მანამდე არ მქონია. არ მომწონს ფსიქოლოგიურად რაღაცაზე დამოკიდებულება. თუ ვიცოდი სიგარეტი არ მქონდა, სანამ არ ვიყიდიდი ღამით არ ვიძინებდი. არ დავდიოდი ისეთ ადგილებში, სადაც მოწევა აკრძალულია და ა.შ. როცა ვგრძნობ რომ რაღაცაზე ან ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული, უარს ვამბობ და ვეცლები, ახლა კი სიგარეტის გადაგდების დრო დადგა.