მაია ჯაბუას ქალიშვილის, მომღერალ ლიზა ყენიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. მას “მიუზიკ ბოქსი“ დაუკავშირდა:
– ლიზა, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარეთ?
– ჩავაბარე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის და ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. სწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ძალიან მომწონს სტუდენტობა. უნივერსიტეტში სიარული ისე მიხარია, მგონია რომ მარტო მე ვარ სტუდენტობით ბედნიერი. სულ გახარებული დავდივარ ლექციებზე.
– ლიზა, ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში აპირებთ გამგზავრებას, როდის დატოვებთ საქართველოს?
– ჯერ კიდევ შარშან მქონდა დაგეგმილი, ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ სწავლის გამო, რაღაც გეგმები შევცვალე. აუცილებლად მომიწევს საქართველოს დატოვება და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება, თუმცა სად ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.