მომღერალი ლიზა ყენია, ბოლო დროს აქტიურობით არ გამოირჩევა, მაია ჯაბუას თინეიჯერი ქალიშვილი, წელს სტუდენტი გახდა, ამიტომ დროის დიდ ნაწილს სწორედ სწავლას უთმობს. ლიზამ რამდენიმე დღის წინ, ახალ სიმღერაზე დაიწყო მუშაობა, რომლის პრემიერაც მალე შედგება.
„ორი დღის წინ დავიწყე მუშაობა თორნიკე გველესიანის ახალ სიმღერაზე, სიმღერას სანოს სტუდიაში ვწერ და მისი პრემიერა მალე შედგება. დაგეგმილი მაქვს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც, ჯერჯერობით მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, შესაბამისად გადაწყვეტილი არ არის ვინ იქნება კლიპის რეჟისორი“ – განუცხადა ლიზამ „მიუზიკ ბოქსს“.
შეგახსენებთ, რომ ლიზა ყენია ბავშვობიდან მღერის, ის აეართი პროექტის მონაწილეა, თუმცა კლიპი ჯერ არ არცერთ სიმღერაზე გადაუღია.