ლიზა ყენია პირველ ალბომზე მუშაობს

0
1842

მომღერალი ლიზა ყენია ალბომზე მუშაობს. მაია ჯაბუას ქალიშვილს სურს, საკუთარ პირველ ალბომში, დედის სიმღერები შევიდეს, რომელსაც ლიზა საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებს. ეს მისი პირველი მუსიკალური კრებული იქნება, რომელიც გაყიდვაში მალე გამოვა. შეგახსენებთ, რომ ლიზა ყენიას ქართველი მსმენელი წლებია იცნობს, ის ტელევიზიით პირველად დედასთან ერთად გამოჩნდა, შემდეგ ნინი ბადურაშვილის სიმღერა შეასრულა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამის შემდეგ კი მუსიკალურ პროექტებში მიიღო მონაწილეობა და მაყურებელს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here