ლიზა ჩიჩუა ჟურნალ „სითისა“ და „ნიკორას“ ერთობლივ კულინარიულ რუბრიკაში გამოჩნდა და ირაკლი მაქაცარიას შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. წყვილი დანიშნულია და მალე იქორწინებს.
„ლიზა, ახლა შენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპია…
ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მართლაც რომ არაორდინარულია. მრავალგვარ სასიამოვნო, უაღრესად ემოციურ და დადებით განწყობასთან ერთად, ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად, ვაცნობიერებ, თუ რაოდენ სწრაფ და დაძაბულ ტემპში მომიხდება სწავლისა და ახლადშექმნილი ოჯახის ურთიერთშეთავსება.