ლიონელ მესი მეორე შვილის მამა გახდა

0
54

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ თავდამსხმელი, ლიონელ მესი მამა მეორედ გახდა. ცნობილ ფეხბურთელს რამდენიმე დღის წინ მეორე ვაჟი შეეძინა. ანტონელამ და ლეომ ბიჭს ბენჟამინი დაარქვეს. ფეხბურთელის უფროსი ვაჟი, ტიაგო უკვე 3 წლისაა. სხვათაშორის მესი თავისი არგენტინელი კოლეგის, სერხიო აგუეროს შვილის ნათლიაა, რომელსაც ასევე ბენჟამინი ჰქვია.

იმის შესახებ, რომ ლეონელს მეორე შვილი ეყოლა, ფეხბურთელის დიდი ხნის მეორე ნახევარმა თავისი ინსტაგრამის საშუალებით გვამცნო. ანტონელამ სოციალურ ქსელში პატარას ხელის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ბავშვს დედის თითი უჭირავს. “კეთილი იყოს ჩემი შვილის ამ ქვეყნად მობრძანება“ – ასეთი წარწერით ასათაურებს ფოტოს უკვე მეორე შვილის დედა. ზემოთხსენებული სურათი ინტერნეტში იმ საღამოს გამოჩნდა, როდესაც მესი მადრიდში ატლეტიკოსთან მატჩის გამო ჩაფრინდა. მოგვიანებით დაიწერა, რომ თანაგუნდელებმა ლეონელს ბავშვის შეძენა გასახდელშიც მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას თავდამსხმელი და ანტონელა როკუზო ერთად უკვე შვიდი წელია ცხოვრობენ, თუმცა ერთმანეთს 5 წლის ასაკიდან იცნობენ. შეგახსენებთ, რომ მატეო წყვილის მეორე შვილია. მესის უფროსი ვაჟი – ტიაგო – უკვე სამი წლისაა და მამის თამაშებსაც ხშირად ესწრება ხოლმე.