ქანიე უესტს კონკურენტი გამოუჩნდა, თანაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორც ირკვევა მისი ოპონენტი მისივე კოლეგა – ლინდსი ლოჰანი იქნება.
29 წლის ვარსკვლავმა სულ ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის საშუალებით გაამხილა, რომ აპირებს 2020 წელს პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი. რამდენად მოახერხებს ქანიესთვის კონკურენციის გაწევას მომღერალი და მსახიობი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ რომელიმე მათგანს გაუმართლა და ამერიკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ადვილი წარმოსადგენია ქვეყნის მომავალი საით წავა…