ლიკუნა მეტრეველის და ვასო ფხაკაძის ქალიშვილი, ნინა, ორიოდე დღის წინ იუბილარი გახლდათ. ცოლ-ქმარმა პატარას პირველი დაბადების დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა და სოციალურ ქსელში სადღესასწაულო ტორთან ერთად გადაღებული ფოტოები გააზიარა, რომლებმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.