ლიკა ყაზბეგი მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება

0
3809

არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი, ლიკა ყაზბეგი მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადება. ყაზბეგმა გადაწყვიტა მის მიერ, განხორციელებული პროექტები გააერთიანოს და ერთ სივრცეში წარმოადგინოს. უფრო დეტალურად ამის შესახებ, ლიკამ “მიუზიკ ბოქსს” უამბო.

– გადავწყვიტე ჩემს მიერ, სხვადასხვა დროს განხორციელებული პროექტები ერთ პოდიუმზე გავაერთიანო. წელს ჩემი პროექტის “წარმატებული ქალი პოდიუმზე” მეცხრე სეზონია და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. წლევანდელ ჩვენებაზე წარმატებული მანდილოსნების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ, წარმატებული კომპანიების სახეები. მცირე დრო დაეთმობა ბავშვებსაც. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქალზე, თუმცა იმის გამო, რომ არ თქვან “ლიკა ყაზბეგი მამაკაცებს ჩაგრავსო” გადავწყვიტე მამაკაცებიც გამოვიდნენ პოდიუმზე.

– მამაკაცების ჩართვა რატომ გადაწყვიტეთ?

– როდესაც დავიწყე ჩემი პროექტის “წარმატებული ქალი პოდიუმზე” გაკეთება, ითქვა რომ მამაკაცებს ვჩაგრავ. ამიტომაც გადავწყვიტე მათთვისაც დამეთმო დრო. მამაკაცების გამოსვლა პოდიუმზე გაახალისებს საზოგადოებას.

– ადვილად დაითანხმეთ მამაკაცები?

– კი, ადვილად დავითანხმე.

– ვის კოსტიუმებს გამოიტანენ ჩვენებაზე წარმატებული ადამიანები?

– ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი დიზაინერის, მაკა ნაცვლიშვილის კოლექცია და მოდარტის ბეწვეული. მამაკაცებს კი ატელიე “ნინელის” მაისურები ეცმევათ. ასევე მოწვეული მყავს ფოტოგრაფები, ვანო ფიცხელაური და ავთო მეტრეველი, რომლებიც მონაწილეებს პროფესიონალურ ფოტოსესიას აჩუქებენ. ღონისძიება 7 დეკემბერს “ბაბილო მუზიკ ჰოლში” გაიმართება.

– ადვილად გთანხმდებიან ცნობილი ადამიანები?

– თუ საქმით არ არიან ჩვენების დროს დაკავებული, ადვილად გვთანხმდებიან. ამ ჩვენებაზე მინდოდა ანა დოლიძეს მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩვენების დროს სტუმრები ჰყავს და სამწუხაროდ ამ ეტაპზე უარის თქმა მოუწია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here