ლიკა ქორქია: „ფუფუნების საგნების ამ ქვეყანაში აფიშირება, უბრალოდ, სიგიჟეა…“

0
2918

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია მაია ასათიანის გუშინდელ გადაცემას ეხმიანება, სადაც ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვიხილეთ და წერს, რომ ასეთ ქვეყანაში ტანსაცმლის, აუზების, მანქანების აფიშირება მიუღებელია…

გთავაზობთ ლიკას სტატუსს:

„როგორი უსუსურია ამ ქვეყანაში ადამიანი, როგორი უპერსპექტივოა ახალგაზრდა და როგორი მძემეა მოხუცებულების ყოფა. თოვლში, წვიმაში, სიცივეში, სიცხეში ეს ადამიანები მოწყალებას წამლების და საჭმელის საყიდლად ითხოვენ.

„მაია ასათიანის თოქ-შოუ პროფილი“ – გიყურებთ და ცრემლებს ვერ ვიკავებ, ხეები, ტანსაცმელები, წყლით სავსე თუ ცარიელი აუზები, მანქანები და სხვა ფუფუნების საგნების აფიშირება ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში უბრალოდ სიგიჟეა.

არ მაინტერესებს არც სააკაშვილის 9 წელი, არც ირაკლი კობახიძის ვარცხნილობის პრობლემები, არც წარსულში საამაყო ფეხბურთელის და დღეს უკვე თბილისის მერის ქუდის ფერები (ჩვენ ამ სისულელეების გარჩევაში მთავარი პრობლემა დაგვავიწყდა) -საქართველოს მთავრობა, ამ ქვეყანაში ხალხი შიმშილით და უწამლობით იღუპება“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here