დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზე. მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაა დაგეგმილი სახელწოდებით „რე“პრეფიქსი. გამოფენა „არტ-გალერეა ვაკე“-ში გაიმართება.
„ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლის საკუთარ თავში ძიებისკენ.
ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზეზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა , მხატვრებმა და პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნეებმაც“, აღნიშნავდა ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.
ლიკა ქავჟარაძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე ბოლო დროს შექნმილი ფერწერული ტილო.