ცნობილი ქართველი ბალერინა და ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე გათხოვდა. ლიკამ საკუთარი რჩეული ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში გაიცნო. ჯუზეპე ლიკასთან ერთად სწავლობდა ნიუ-ორკში. წარმოშობით იტალიელი ჯუზეპე საფრანგეთში სწავლობდა. ის პროფესიით ინჟინერია, პარალელურად 16 წლიდან იყო მსახიობი და მოდელი. შარშან გადაწყვიტა ძალები ამერიკულ კინო ინდუსტრიაშიც მოესინჯა. ლიკას და ჯუზეპეს საქორწინო ცერემონიალი გუშინ იტალიაში, Saint ignatius di Loyola-ს ტაძარში ჩატარდა. ჯვრისწერის და ქორწინების ცერემონიალს ლიკას ქართველი მეგობრებიც ესწრებოდნენ. რომლებიც იტალიაში სწორედ ამ დღისთვის ჩავიდნენ.