Liam Hemsworth-ი დროს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგოსთან ატარებს

0
17

Liam Hemsworth-ი დროს ჩამორჩა – სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მსახიობმა სულ ახლახანს დაარეგისტრირა საკუთარი გვერდი ინსტაგრამზე და უკვე პირველი პოსტიც გამოაქვეყნა, მაშინ როდესაც მისი კოლეგები ერთმანეთს ეჯიბრებიან მილიონობით ფოლოუერით და ახალ-ახალ სურათებსაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე აზიარებენ.

“პარასკევი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგოსთან ერთად გავატარე“ – ასეთ წარწერას ურთავს ფოტოს ვარსკვლავი, თუმცა არ გეგონოთ, რომ მას მართლად მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უმშვენებს. Liam-ს ხელში სატელევიზიო შოუ “Kermit the Frog”-ის გმირი Miss Piggy უჭირავს და ბედნიერი ღიმილით უყურებს თოჯინას…

ფოტო, რომელიც მსახიობის ინსტაგრამზე ზუსტად ერთი დღის წინ გამოჩნდა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და 30 000-მდე მოწონება აქვს. რაც შეეხება Hemsworth-ის ინსტაგრამს – მისი გვერდი 224 000-მდე ადამიანს აქვს გამოწერილი.