ლევან წვერავა შვილის 10-წლიანი მოლოდინის შესახებ: „ეს მხოლოდ მედიცინის დამსახურება არაა, ბევრი სალოცავი მოვიარეთ…“

0
633

მომღერალ ლევან წვერავასა და მის მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, ათწლიანი ლოდინის შემდეგ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნოე დაარქვეს.

ჟურნალ „თბილისელებს“ ლევანი თავის დიდ ემოციებს უზიარებს და აღნიშნავს, რომ პატარას ხილვის შესაძლებლობა მალე ფართო საზოგადოებას ახალი „იუთუბ არხის“ „ლეონი ფემილის“ საშუალებით ექნება, რომლის საშუალებითაც, წყვილი მაყურებელს მრავალფეროვან თემებს შესთავაზებს.

ლევან წვერავა:

ყველგან ვამბობ, რომ მთავარი წყვილს შორის ურთიერთშეთანხმებაა. ჩვენ ათი წლის შემდეგ შეგვეძინა პატარა. ეს წლები იყო ბრძოლა და ჭიდილი, მაგრამ ორივეს გვჯეროდა, რომ შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ მე მამა გავხდებოდი, ნინი დედა გახდებოდა და ჩვენს შვილს ხელში დავჭერდით. მინდა, ყველა წყვილს, ვინც ასეთ მოლოდინშია, ვუთხრა, რომ ფარ-ხმალი არასდროს დაყარონ. 21-ე საუკუნეა, განვითარების პიკში ვართ და ძალიან მალე გადაუჭრელი პრობლემა აღარ იარსებებს. თუ რწმენა და ღვთის ნებაა, ყველაფერი გამოვა. ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი სალოცავი მოვიარეთ, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მედიცინის დამსახურებაა ეს სიხარული. მგონია, რომ ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა, ეს მადლი ჩვენზეც გადმოვიდა და შვილის სიყვარულს ვეზიარეთ.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here