ლევან როსტოშვილს 8 წლით და ლაშა კურტანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

0
2237

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა მიესაჯათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა.

“ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის!
ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა სადისტები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!“ – წერს ტელეწამყვანი.

შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე, გასული წლის მაისში დააკავეს. შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here