ლევან კოღუაშვილი ახალ ფილმს იღებს

0
2318

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ახალ ფილმს იღებს. სრულმეტრაჟიანი ფილმის “მეოთხე ბრაიტონის“ გადაღებები უკვე დაწყებულია.

სურათი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტი მამისა და შვილის თავგადასავალზე მოგვითხრობს. სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისის ზღვარზე მყოფი შვილის დასახმარებლად, ნიუ-იორკში საქართველოდან მამა ჩადის.

“მეოთხე ბრაიტონი“ ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტია. ფილმის ქართული ნაწილი უკვე გადაღებულია. ნიუ-იორკის სცენებს კი, პარტნიორი ორგანიზაციის, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პავილიონში, საგანგებოდ მოწყობილ ინტერიერში გადაიღებენ.

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი შეასრულებს. მასთან ერთად სურათში კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე, ლაურა რეხვიაშვილი და თემო გვალია ითამაშებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here