ლევან ხურცია რუსულ ტელესერიალში მონაწილეობს

0
814

ქართველი მსახიობი ლევან ხურცია რუსული არხის ტელესერიალში “ქოლცენტრი” მონაწილეობს.

ამის შესახებ მისი მეუღლე, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს და სერიალიდან ფოტოებსაც აქვეყნებს.

“უკვე მესამე დღეა, რუსეთის დროით 20:00, ტელეკომპანია TNT – ს ეკრანს ტელესერიალი «КОЛЛ-ЦЕНТР» იპყრობს, რომლის მიმართ გამოხმაურება ძალიან მასშტაბურია. არ წყდება კომენტარები ქართველი მსახიობის, ლევან ხურციას მხარდასაჭერად. მისი გმირი – დავითია, რომელიც სხვა პერსონაჟებთან ერთად ტერორისტების მიერ გამოკეტილია შენობაში, უფრო ადრე კი მათ მიერ გატაცებული შვილის და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელ გამოწვევებში ერთვება. სცენარი დაგაფიქრებთ ტერორიზმის სისასტიკესა და განურჩევლობაზე სქესის, რელიგიის თუ ასაკის მიმართ, დაიწყებთ ყურებას და ვერ მოწყდებით ეკრანს, ეს ნამდვილი დაუნდობელი თავგადასავალია…

ბრავო, ლევან, ვამაყობ შენით და ვერც გამოვთქვამ სიტყვებით რამდენად დიდი სიხარულია ეს წარმატება👏”.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here