ლევან ხურცია მეუღლეს ჰოლივუდის ვარსკვლავებს ადარებს – “სულ მიმეორებს, რომ ლამაზი ვარ…”

0
212

ცნობილმა წყვილმა, ლევან ხურციამ და მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მისცეს და სიყვარულისა და ბავშვის მოლოდინის შესახებ ისაუბრეს. მარიამი ორსულადაა და წყვილი პირველ შვილს ელოდება, თუმცა ლევანი აღნიშნავს, რომ მას უკვე ჰყავს ერთი შვილი და ის მარიამის ვაჟია.

შეგახსენებთ, რომ მარიამს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ლევანი კი პირველად დაქორწინდა.

მარიამი ინტერვიუში ამბობს: ყველა კაცს თავისი შეყვარებული და ცოლი ყველაზე ლამაზი ჰგონია, ლევანიც ასეა. ჰოლივუდის ვარსკვლავებზეც ლამაზი ხარო, მეუბნება. ახლაც სულ მიმეორებს, რომ ლამაზი ვარ…“ თავად ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბავშვობაში სულ სხვა სილამაზე ჰქონდა…

ლევანის თქმით კი, მამობისთვის მზადება საოცარი შეგრძნებაა – “ექოსკოპიაზე ვიყავით, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და გონზე არ ვარ, რაღაცას ველოდები, მაგრამ რას, ეს შეგრძნება ზუსტად არ ვიცი…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here