ლევან ხურცია: „კარგს გავაკეთებთ, თუ ცუდს, ყოველთვის განსჯის საგანი ვხდებით…“

0
571

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია ჟურნალ „სარკესთან“ ადვოკატ მარიამ კუბლაშვილთან შვიდწლიან ქორწინებაზე და სირთულეებზე საუბრობს, რომლებიც წყვილმა ერთად გამოიარა.

მარიამს არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ მისი სკანდალური საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად მოგვსლიათ კამათი…

ლევან ხურცია:

დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ იყო კამათი და უთანხმოება… გაცნობიერებული გვაქვს, რომ ორივე ვართ საზოგადოების ხახაში. კარგს გავაკეთებთ, თუ ცუდს, ყოველთვის განსჯის საგანი ვხდებით. ისიც გააზრებული გვაქვს, რომ მეტი უნდა მოვითმინოთ, მაგრამ ხანდახან მაინც წარმოიქმნება პრობლემეა. ხშირად აბსოლუტურად დაუმსახურებლად გავმხდარვართ განკიცხვის საგანი. საბედნიეროდ, ურთიერთგაგებით და ერთმანეთის პატივისცემით, ყველაფერი გადაგვიტანია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here