ლევან კბილაშვილის გამოსვლა რუსულ „ვოისში“ – „ეს მხოლოდ დასაწყისია!..“

0
2244

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა.

ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა მხარდამჭერების მისამართით:

„მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ძნელია იმის დაჯერება, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ეს სიტყვები… ეს სითბო… ეს სიყვარული! ნამდვილად არ მეგონა, ასეთ მხარდაჭერას თუ დავიმსახურებდი.

მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ! მადლობა იმისთვის, რომ ჩემს გვერდით ხართ და მაძლიერებთ!

პ.ს ეს მხოლოდ დასაწყისია! )“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here