32.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

ლევან ჯიბღაშვილმა 30 წლის იუბილე პომპეზურად აღნიშნა

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 30 წლის გახდა. მან ერთ-ერთ რესტორანში 250 ადამიანი მიიწვია იუბილეს აღსანიშნავად. ლევანის დაბადების დღეზე უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ირმა სტეფნაძე, თაკო დოლაბერიძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სოფო ნიჟარაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე და სხვები.

მომღერლებმა ლევანისთვის სხვადასხვა ცნობილი სიმღერა შეასრულეს, მანამდე კი რესტორნის შესასვლელში განთავსებულ ბანერთან – „Million Dollar Baby“ ფოტოები გადაიღეს.

წვეულების კულმინაცია გრანდიოზული ტორტი იყო, რომელსაც ოქროსფრად 30 ეწერა… ლევანის პომპეზური დაბადების დღე გვიან ღამემდე გაგრძელდა.

 

Latest Posts

ბოლო სიახლეები