ლევან ჩიჩუამ ნინი ბადურაშვილს სიმღერა დაუწერა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომღერლები აღარ წერენ სიმღერებს და შეიძლება ითქვას, რომ შოუბიზნესი აღარ არსებობს, ნინი ბადურაშვილი მაინც აქტიურად სთავაზობს მაყურებელს სიახლეებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა დედის დაწერილ სიმღერაზე – „უშენოდ“ ცოტა ხნის წინ კლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორი ანრი ჯოხაძეა. კლიპის პრემიერაც მალე გაიმართება. ნინიმ სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მუსიკოსმა ლევან ჩიჩუამ იგივე „TL”-მა დაუწერა. ნინის კლიპის გადაღება ამ სიმღერაზეც აქვს დაგეგმილი, რომელსაც სავარაუდოდ გაზაფხულზე ვიხილავთ.

Scroll to Top