დღევანდელ ქართულ შოუბიზნესში მოშიშვლებული სხეული და მოკლე შორტი აღარავის უკვრის, თუმცა 2000-იანების საქართველოში თიკო სადუნიშვილის ამგვარმა ჩაცმულობამ საკმაოდ დიდი რეზონანსული გამოხმაურება გამოიწვია. ზურგს უკან იმასაც საუბრობდენ, რომ თიკოს მოშიშვლებული სხეული სიმღერის გაჰიტების გამო იყო ჩაფიქრებული, თუმცა წლების შემდეგ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მუსიკის რითმიდან და ტექსტიდან გამომდინარე, მისი გაჰიტება საკმაოდ მოსალოდნელი შედეგი გახლდათ. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ლექსენის და თიკოს სიმღერა “გესმოდეს” სადაც გაჟღერდებოდა, იქ მუდამ მათი მსმენელების უზარმაზარი არმია იდგა.
ამ ძველი და ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიით გაჟღერება ქეთი გომართელმა და ლექსენმა ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს, ჰიტი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მომღერლებმა მისი გაზიარება მეგობრებისთვის საკმაოდ მშვიდ გარემოში გადაწყვიტეს. მათი მეგობრების სიაში კი ჩვენც აღმოვჩნდით.