42 წლის ლეონარდო დიკაპრიო მორიგი ლამაზმანის გარემოცვაში დააფიქსირეს. ოსკაროსანი მსახიობის მორიგი რჩეული 23 წლის მოდელი ლორენა რეია. ინსაიდერების მტკიცებით, მათი ურთიერთობა ელვის სისწრაფით ვითარდება.
14 აგვისტოს წყვილი ნიუ-იორკში დააფიქსირეს: ისინი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ პარკ-ავენიუში გაისეირნეს და ბოლო რესტორანში სავახშმოდ შევიდნენ.
წყაროს მტკიცებით, წყვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობს, თუმცა ურთიერთობის ახალ ეტაპზე ისინი მხოლოდ ახლა გადავიდნენ.