ლეონარდო დიკაპრიო ქორწინდება

0
229

ჰოლივუდს სულ მალე კიდევ ერთი მარტოხელა, სიმპათიური სასიძო გამოაკლდება – ოსკარი ვერ მიიღო, თუმცა, ოჯახს მაინც შექმნის – ლეონარდო დიკაპრიომ კელი რორბახს, ქერა მოდელს რომანტიკულ ვახშამზე ხელი და გული შესთავაზა, გოგონაც სიხარულით დათანხმდა, წყვილმა რომანი სულ რაღაც 4 თვის წინ დაიწყო, თუმცა, ეს პერიოდი ლეოსთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გოგონაში ცხოვრების მეგზური აღმოეჩინა.

წყვილი ამჟამად ქორწილის დაგეგმვაშია ჩართული – ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ცერემონიალი. 25 წლის კელი მოდელი გახლავთ, ლეონარდო კი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია, რომლის პირადი ცხოვრებაც მუდმივად მედიის ლუპის ქვეშაა მოქცეული. წყვილი საზგოგადოებაში უკვე რამდენიმე თვეა ერთად ჩნდება, თუმცა, ლეონარდოს ცხოვრებაში მსგავსი პრეცედენტი მრავალია – ლამამზანებთან ერთად წითელ ხალიჩაზე გასერინება მისთვის ოჯახის შექმნაზე დაფიქრების მიზეზი არასოდეს გამხდარა, მაგრამ კელი გამონაკლისია.

თუკი ქერა ლამაზმანი ჩვეულებრივი ქერა მოდელი გგონიათ, მცირე განათლებითა და ცარიელი თავით, ძალიან ცდებით, გოგონა ჯორჯთაუნის უნვიერსიტეტის კურსდამთავრებულია, პროფესიით მსახიობი გახლავთ. გარდა ამისა, მისი ინტელექტის დონე ლეოსას არ ჩამორჩენა, თუკი არ აჭარბებს, გოგონას, მეგობარი ბიჭის არ იყოს, ზოგადსაკაცობრიო თემები აწუხებს, მაგალითად გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება და ცდილობს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ლეონარდომ კელისთან სექსის გარდა ბევი საერთო იპოვა და როგორც იქნა მარტოხელა ქალთა გულთამყპრობელის სტატუსსაც შეელია.

ლეონარდო დიკაპრიო 40 წლისაა. მის კარიერაში არაერთი ცნობილი და წარმატებული როლია დაწყებული “ტიტანიკიდან“, “დასაწყისით“, თუ “შეშლილთა კუნძულით” დასრულებული. მისი მეგობარი ქალბატონების სია კი იმდენად მრავალფეროვანია, საეჭვოა თავად მსახიობს ახსოვდეს ყველა ის ქალბატონი, რომლისთვისაც კი ოდესმე მეგობარი ქალი დაუძახია – მათ რიცხვში არიან ნაომი კემპბელი, კლეირ დეინსი, კეიტ უინსლეტი, ევა ჰერციგოვა, ჟიზელ ბიუნდჰენი, ბარ რაფაელი, ანა ვიალიცინა, ბლეიკ ლაივლი, ერინ ჰიტერტონი, ტონი გარნი და რიანაც კი. ვარსკვლავს კარიერული წარმატებების გარდა შეუძლია პირადი მიღწევებითაც იამაყოს. თუმცა, ჯორჯ კლუნის არ იყოს, მის ცხოვრებაშიც დადგა დრო, როცა მყუდრო, ტბილი ბუდის მოწყობა გადაწყვიტა და იდეალური მეორე ნახევარი 25 წლის, ქერა, ჭკვიან და გრძელფეხება ლამაზმანში იპოვა.