ლეონარდო დიკაპრიო ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი…

0
2316

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი, ოსკაროსანი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდის საქმიანობით დაინტერესდა. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ორგანიზაცია “Leonardo DiCaprio’s Foundation“, საეჭვო მალაიზიურ ფონდთან თანამშრომლობს.

BEVERLY HILLS, CA - FEBRUARY 8: Actor Leonardo DiCaprio attends the 88th Annual Academy Awards Nominee Luncheon in Beverly Hills, California. (Photo by Dan MacMedan/WireImage)

ივლისში, სენ ტროპეში დიკაპრიომ ორგანიზება გაუწია გალა-ვახშამს, რომელზეც ცნობილმა ადამიანებმა ქველმოქმედებას 45 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს. იუსტიციის დეპარტამენტს ეჭვები, სწორედ ამ კოლოსალურმა თანხებმა აღუძრა. დეპარტამენტმა საქმე უკვე აღძრა სასამართლოში, სადაც საუბარია 3 მილიარდ დოლარზე, რომელიც მალაიზიის ნაციონალური ქველმოქმედების ფონდიდან ირიცხებოდა.

ახლა კი სამართალდამცავები შეეცდებიან გაარკვიონ, თუ რამდენს ხარჯავდა ლეო ქველმოქმედებაში რეალურად.  ეს მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ, რადგანაც 1998 წელს დაარსებული ფონდი, დარეგისტრირებულია როგორც არაკომერციული სტრუქტურა, ასერომ მისი ანგარიშები ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ფონდი არ არის ვალდებული, მუდმივად წარმოადგინოს საკუთარი შემოსავლები, რადგანაც ადამიანები ხშირად შემოწირულობებს საიდუმლოდ აკეთებენ, ისინი ხან ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ, ხან თანხის ოდენობას ასაიდუმლოებენ.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, ოსკაროსანი დიკაპრიო, მართლაც ქველმოქმედია თუ თაღლითი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here