“ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით“ – კახა მამულაშვილი

0
2817

“იქს ფაქტორის“ სცენაზე გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას, ლელა წურწუმია განსაკუთრებულად შეხვდა. სიმპათიურმა და სექსუალურმა კონკურსანტმა, წურწუმია ჯერ გარეგნობით მოხიბვლა, შემდეგ მეგრელობით და ბოლოს სიმღერით. მისი სიმღერის შესრულებისას ესტრადის დივამ აღფრთოვანება ვერ დამალა და “ნიშადურიც” კი დასჭირდა დასაწყნარებლად. ლელა წურწუმიას მეუღლემ, კახა მამულაშვილმა სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა:

“კაცი-წნევა… 👌 👌 👌….. ლელას რამე არ დაემართოს, თორე გითრევ მაგ ბანდერასის პრიჩოსკით ❤️” – წერს მამულიჩა.

ხვიჩა კვარაცხელია მაყურებელმა “ახალი ხმიდან“ გაიცნო, რამდენიმე თვის წინ, ის ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი გამოჩენა რუსულ შოუ-ბიზნესში წარუმატებელი აღმოჩნდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here