ლელა წურწუმიას სოლოკონცერტი ქუთაისში გაიმართა – მომღერალი ახალ სიმღერებზე მუშაობს

0
26

ლელა წურწუმიამ ქუთაისში, რესტორან “ბაგრატში“ სოლოკონცერტი გამართა. დიდი ხანია, მომღერალი ქუთაისელ მსმენელს არ შეხვედრია. მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დამსწრე საზოგადოება დადებითად ეხმაურებოდა ღონისძიებას.

ლელა წურწუმიას კომენტარისთვის დავუკავშირდით და ისიც ვკითხეთ, ხომ არ აპირებს სხვა ქალაქებში ჩასვლასაც.

ლელა წურწუმია:

ჩემი სოლოკონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარვადგინე როგორც ქალაქური, ისე აზიური სტილის, ჩემი რეპერტუარიდან შევასრულე ძველი და ახალი სიმღერები. კონცერტი ორ განყოფილებად გაიმართა.

ქუთაისში დიდი ხანია, არ ვყოფილვარ სოლოკონცერტით. რამდენიმე წლის წინ მქონდა კონცერტები. მაყურებელი ძალიან კმაყოფილი დარჩა და ეს შემდგომ სოციალურ ქსელშიც გამოხატეს. მე არ მაქვს ფეისბუქი, მაგრამ მათი დადებითი გამოხმაურებები მამულიჩამ წამაკითხა. არაჩვეულებრივი მსმენელი იყო. აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ.

სიახლეები გაქვთ?

მაქვს რამდენიმე ახალი სიმღერა, რომლებსაც ნელ-ნელა ჩავწერ, ლილიკო ნემსაძისა და რუსა მორჩილაძის სიმღერებია. ნელ-ნელა იმიტომ ვწერ, რომ დრო არ მაქვს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ისრაელში გასტროლზე ორჯერ გახლდით. ხან სტუდია ვერ იცლის, ხან – მე, თუმცა ახალ სიმღერებს მსმენელს მალე წარვუდგენ.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here