ლელა წურწუმიას კონცერტები კლუბებში ანშლაგებით მიმდინარეობს – „ჩემს საღამოებს „ქლაბერებიც“ ესწრებიან…“

0
1914

ლელა წურწუმიას „რუფტოპში“ 27 და 28 იანვარს კონცერტები აქვს. 27 იანვრის კონცერტზე მაგიდები სამი კვირით ადრე უკვე დაჯავშნილი იყო, ამიტომაც გადაწყდა, რომ მეორე დღეც დაემატებოდა.

ბოლო დროს მომღერალი ხშირად გამოდის კლუბებში, სადაც მის კონცერტები ანშლაგით იმართება. მალე ლელა წურწუმია „გუფი ლენდთან“ ერთად საკუთარი სიმღერების ახალ ვერსიებს შემოგვთავაზებს და აპირებს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ტურნე მოაწყოს.

ლელა წურწუმია:

ძირითადად, შერეული რეპერტუარი გამომაქვს, ძველი ჰიტები განსაკუთრებულად უყვართ. კონცერტი ორ ნაწილად მაქვს დაყოფილი, ჯერ შედარებით მშვიდ სიმღერებს ვასრულებ, მათ შორის ქალაქური სიმღერებიცაა, მეორე განყოფილებაში კი ყველა ჩემს ჰიტს, რაც ტემპიანია. ისე, „ყველა“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მართლა ყველა სიმღერა რომ შევასრულო, ცუდ დღეში ჩავვარდები, დიდი რეპერტუარი მაქვს (იცინის). 18-19 სიმღერას ვასრულებ, კონცერტები ცოცხალი შესრულებითაა. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here