12.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

ლელა წურწუმიას ჩაცმის სტილის საიდუმლო და ნინას წარმოუდგენელი დეკოლტე (ვიდეო)

ლელა წურწუმია „რუსთავი 2“-ზე ნინა წკრიალაშვილის გადაცემას, „სილამაზის ფორმულა“ სტუმრობდა. წამყვანმაც და სტუმარმაც შავი ფერის სამოსი მოირგეს, თუმცა ნინა წკრიალაშვილის დეკოლტე მართლაც თვალისმომჭრელი იყო.

რაც შეეხება ლელას, მან გადაცემაში ჩაცმის სტილის საიდუმლოებებზე ისაუბრა:

ზოგადად, ასეა, გემოვნება ან გაქვს, ან – არა. ადამიანს აქვს ერთი კონკრეტული სტილი, მთავარია, როგორ ირგებს სამოსს. მინახავს ქალბატონები, რომლებიც ვიტრინის მიხედვით იცვამენ, მაგრამ ცოცხალ ადამიანს ის სამოსი არ მოხდენია. ამიტომ უნდა მოვირგოთ ის, რაც გვიხდება და სწორად უნდა შევფუთოთ თავი, მით უმეტეს, როცა ადამიანი სცენაზე დგას, ამის ცოდნა განსაკუთრებულად სჭირდება.

თავიდან სცენაზე რომ გამოჩნდი, წითელი თმა გქონდა?

არა, თავიდან შავი მქონდა, მერე შევიღებე წითლად, უფრო სწორად, მქონდა ბადრიჯნისფერი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ან შავი თმა უნდა გქონდეს, ან კარგად შეღებილი ქერა. მე ქერა თმა არ მიხდება.

შავი თმა და ასევე ქერაც ყველას არ უხდება.

გეთანხმები. ისევე, როგორც მაგალითად, შავი სამოსი, რომელიც ასევე არ უხდება ყველას. ამაშია მთელი საიდუმლოება, რამდენად სწორად მიაწვდი შენს თავს საზოგადოებას. თუ სწორად ხარ შეფუთული, აუცილებლად იტყვიან, რომ გემოვნებიანი ადამიანი ხარ.

კარგ მაკიაჟს იკეთებ თავად…

დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მნახოთ საკონცერტო მაკიაჟით. ყოველდღიურ ცხოვრებაში მძიმე მაკიაჟით სიარული გამართლებული არაა, მაგრამ მე სულ გადაღებაზე გავრბივარ.

საკონცერტო კაბებს არასდროს იმეორებ.

ახლა მინდა, რომ გავიმეორო, რადგან მეცოდება კოსტიუმები, რომლებშიც დიდი შრომაა ჩადებული. ყველა ფორმის და ზომის სამოსია ჩემს საკონცერტო გარდერობში.

31-ში რა კაბასაც ჩაიცვამ, მზად არის?

ახლა იქმნება და ოქროსფერია, მინდა, ძალიან ბრჭყვიალა ვიყო (იღიმის).

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები