ლელა წურწუმია ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ახალი გადაცემის შესახებ საუბრობს, რომელიც „მთავარ არხზე“ გადის.
„შექმნილი სიტუაციიდანნ გამომდინარე, სადაც შემიძლია ვიმღერო, ეს ჩემი გადაცემაა. კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ თავიანთი ახალი სიმღერები ჩემს გადაცემაში მოიტანონ და მაყურებელს ასე შესთავაზონ. ჩემი კოლეგები ძალიან მიყვარს და ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვარ, ამიტომ გადაცემაში მაქსიმალურად მივცემ საშუალებას, თავი წარმოაჩინონ“.
როგორც ლელა წურწუმია ინტერვიუში აღნიშნავს, მისი პირველი გადაცემის დროს მამულიჩა არანორმალურად ნერვიულობდა.
როგორ მიგიღეს ახალი ტელეწამყვანი იმ შოუების წამყვანებმა, რომელთა გადაცემების ხშირი სტუმარი იყავით?
გულწრფელად გეტყვით, საკუთარი აზრი პოზიტიურად გამოხატეს და მომილოცეს. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი ურთიერთობებია და გამიხარდა, რომ დამირეკეს, მომწერეს და ახალი გააცემის დაწყება მომილოცეს.