ლელა წურწუმია შესანიშნავ ფორმაშია და ამას ყოველდღიურად ამტკიცებს. ამჟამად ის მეუღლესთან აჭარაში იმყოფება დასასვენებლად. მამულიჩას სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომელმაც მისი მეგობრების აღფრთოვანება გამოიწვია. „ჩემი ქალბატონი“, წერს კახი და აქვეყნებს ლელას ფოტოებს, სადაც ის საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
როგორც ჩანს, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიღმა, ცოლ-ქმარმა განტვირთვისთვისაც მოიცალა.