ლელა წურწუმია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე დიზაინერის ამპლუაში წარსდგება

0
5332

მომღერალი ლელა წურწუმია საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგება. აქსესუარების დიზაინერ თორნიკე ჯგერნაიასთან ერთად, მომღერალი სამკაულების კოლექციაზე მუშაობს. ლელა და თოროს ბრენდით შექმნილი ნივთები სრულიად განსხვავდება ნამუშევრებისგან, რომელიც მის თანაავტორს დამოუკიდებლად შეუქმნია. ექსპოზიცია Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყობა. ლელა წურწუმიას და თორნიკე ჯგერნაიას ერთობლივი კოლექცია სამეფო კაკლის, ველური ვარდის ხის და ბუნებრივი ქვებისგან არის შექმნილი. ლელა წურწუმია ბავშვობიდან კარგად ხატავს და მის სასცენო ჩაცმულობაზე ყოველთვის თავად ზრუნავს. შეიძენს თუ არა „LELA TORO”-ს ბრენდი კომერციულ ხასიათს ჯერჯერობით უცნობია.

14199509_1248144661874502_5741353293944240211_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here