ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეიქბუს-“გვერდზე მომღერლის გეგმების შესახებ სტატუსი გამოქვეყნდა. მან ორი ახალი სიმღერის პრემიერა და სამი კოცნერტი დააანონსა სხვადასხვა კლუბში, 8 მარტის შემდგომ კი თბილისში სოლოგამოსვლებს წყვეტს, ვინაიდან 20 მაისის დიდი სოლოკონცერტისთვის იწყებს მზადებას.
ლელა აღნიშნავს:
„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო… თებერვლის დასაწყისში , ჩემ გვერდზე, icloudze,საშუალება გექნებათ, მოუსმინოთ ორ ახალ სიმღერას, – ლილიკო ნემსაძის, რომლის არანჟირების ავტორია ზაზა ხუბუკელაშვილი, ტექსტი ირინე სანიკიძე, და მეორეს – დუეტს, გიორგი მახარაშვილთან, გოგი ცაბაძის სიმღერა, რომლის არანჟირების ავტორი ამირან დიასამიძეა…
რაც შეეხება კონცერტებს, 27 იანვარს გელოდებით Assa Hall-ში, 14 თებერვალს, ვალენტინობაზე გიმასპინძლებთ რესტორანTavaduri -ში,სადაც ბევრი თქვენთვის საყვარელი დუეტი გაჟღერდება, 8 მარტს შედგება ჩემი კონცერტი კლუბ Otium-ში, Goofy land-თან ერთად, ამის მერე თბილისში ჩემი კონცერტები აღარ იქნება 20 მაისამდე, რადგან მთელი მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ ფილარმონიაზე, სადაც 20 მაისს ჩატარდება ჩემი დიდი სოლოკონცერტი, ძალიან მაგარი და საინტერესო შოუ- კონცერტი გელოდებათ…
მარტი-აპრილის თვეში ვაპირებთ „გუფი ლენდთან“ ერთად, ქუთაისის და თელავის თეატრებს ვეწვიოთ, ზაფხულში კი ბათუმს და სხვა ქალაქებს…
მოკლედ, 20 მაისს , ფილარმონიისთვის დიდი სამზადისი დაიწყო“.